13 თებერვალს, სსიპ აჭარის მუზეუმი/ხელოვნების მუზეუმში გაიმართა შეხვედრა თანამედროვე ბათუმელ მხატვარ ირინა ტორონჯაძესთან.
მოღვაწეობის დარგები: კერამიკა, გრაფიკა, ფერწერა, დიზაინი, სთრით არტი. აჭარის ხელოვნების მუზეუმის ძირითად ექსპოზიციაში წარმოდგენილია მისი ფერწერული ნამუშევარი - ‘’ზამთრის ნატურმორტი“ (2019. ტილო, აკრილი. 70X110) აჭარის ხელოვნების მუზეუმის ფონდში ინახება მხატვრის სხვა ნამუშევრებიც: „დილა“, 2017, ტილო, აკრილი 110X70 „გვიანი ყავა“, 2015, მუყაო, აკრილი, ზეთი. 46X69 შეხვედრაზე მხატვარმა თავის შემოქმედებით გზაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც უწევს მხატვარს თავისი ცხოვრების განმავლობაში.