15 აპრილს, ხელოვნების მუზეუმში, ხელოვნების მსოფლიო დღე აღინიშნა. ამავე დღეს საქართველოში სიყვარულის დღეც აღინიშნება

15 აპრილს, ხელოვნების მუზეუმში, ხელოვნების მსოფლიო დღე აღინიშნა. ამავე დღეს საქართველოში სიყვარულის დღეც აღინიშნება.
პირველ სართულზე, ძირითად საექსპოზიციო დარბაზში, საპარადო კიბის წინ ირაკლი წულაძის სკულპტურული კომპოზიცია ,,გულის გზა“ განთავსდა.
ექპონატთან დალაგდა გულის ფორმის ბარათები. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბარათებზე სასიყვარულო წერილები დაეწერათ და გულის გზასთან მოეთავსებინათ.
ძირითად საექსპოზიციო დარბაზში ხელოვნების მუზეუმის ფონდიდან გამოიფინა სკულპტურული, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.