15 მარტს, რელიგიის მუზეუმში, სსიპ აჭარის მუზეუმის - რელიგიის მუზეუმისა რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ერთობლივი ღონისძიება “ საგალობლების საღამო” გაიმართა.

15 მარტს, რელიგიის მუზეუმში, სსიპ აჭარის მუზეუმის - რელიგიის მუზეუმისა რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ერთობლივი ღონისძიება “ საგალობლების საღამო” გაიმართა.
რელიგიის მუზეუმი,რომელიც პირდაპირი გამოხატულებაა რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობისა, მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას საზოგადოებისათვის.
ღონისძიებაზე გოგონათა გუნდმა, როგორც ქართული, ასევე, უცხოური გუნდური ჰანგები ააჟღერა.
 დღევანდელი ღონისძიების მიზანიც სწორედ ქართული და უცხოური კულტურის, ტრადიციების, ეთნიკური მრწამსისა და მსოფლმხედველობის პოპულარიზაციაა, რომელიც საგალობლებში მკაფიოდ არის გამოხატული.
რელიგიის მუზეუმის გუნდი მადლობას უხდის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექციასა და გოგონათა გუნდის ხელმძღვანელს მაგდა მათითაიშვილს.