17 აპრილს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში აქტივობა- ,,დამწერლობის განვითარების ეტაპები“ გაიმართა.
მოწვეულმა სტუმარმა, მწერალმა და პუბლიცისტმა ნიაზ ზოსიძემ აუდიტორიას თავისი პუბლიკაციების პრეზენტაცია, საინტერესო ისტორიები და ფერეიდანში მოგზაურობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა წარუდგინა, ხოლო მუზეუმის ექსპოზიციის ხელმძღვანელმა იზოლდა დუმბაძემ, დამწერლობის განვითარების ეტაპებთან დაკავშირებული პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ისაუბრა დამწერლობის უძველეს ნივთიერ მასალაზე - წერილობით ცნობებსა და არქეოლოგიურ მონაპოვრებზე.