სსიპ აჭარის მუზეუმმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2023 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობის საგრანტო კონკურსში წარადგინა საერთაშორისო (აშშ, საფრანგეთი, ლიეტუვა, უკრაინა, სომხეთი) პროექტი.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, წარდგენილმა პროექტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება და გამარჯვებულადაც გამოცხადდა.
პროექტის განხორციელების შედეგად ზუსტად განისაზღვრება დასავლეთ ამიერკავკასიაში დაახლოებით 11000 წლის წინანდელი Homo Sapiens-ის მობილურობა და ობსიდიანის ტრანსპორტირების გზა.
პროექტის ხელმძღვანელი ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგი გურამ ჩხატარაშვილი.