2024 წლის 22 აპრილს, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მეგასკოლის მეორეკლასელების, - "თაყაიშვილის" ჯგუფი სტუმრობდა.

2024 წლის 22 აპრილს, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მეგასკოლის მეორეკლასელების, - "თაყაიშვილის" ჯგუფი სტუმრობდა.
პატარებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა: "გამარჯობა, დედამიწა,” რომელსაც მუზეუმის მმართველი, მედეა ჩარკვიანი უძღვებოდა.
ბავშვებს უჩვენეს ფილმი მზის სისტემაში შემავალი პლანეტების შესახებ.
პატარა ვიზიტორები გაეცნენ მუზეუმში ქცევის წესებს.
მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში.
საკუთარი ფანტაზიით გააფერადეს მზის სისტემაში შემავალი პლანეტების მხატვრული ნიმუშები.
აღნიშნულ აქტივობაში ჩართული იყო პედაგოგიც, რამაც უფრო მეტი ხალისი შემატა შემოქმედებით პროცესს.
პატარა აღსაზრდელებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა მათი ნამუშევრების გამოფენა და შეფასება.
დასასრულს ჯგუფის პედაგოგს, მარი ცეცხლაძეს, გადაეცა სსიპ "აჭარის მუზეუმის" სერტიფიკატი საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის.