23 მაისს, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში, მუზეუმთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ლექცია თემაზე:,, მუზეუმები განათლებისა და კვლევისთვის" გაიმართა.

23 მაისს, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში, მუზეუმთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ლექცია თემაზე:,, მუზეუმები განათლებისა და კვლევისთვის" გაიმართა. ასევე მოეწყო გამოფენა მუზეუმში დაცული ჟურნალ- გაზეთების ,,დროება" და ,,ივერია".
ღონისძიება გახსნა, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველმა, ბატონ ოთარ გოგოლიშვილმა.
ლექციას უძღვებოდა, ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ქალბატონი თამთა კვარაცხელია.
 ლექციას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის, მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.