25 მაისს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში - მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული უახლესი არქეოლოგიური კვლევის შედეგები აჭარაში.

დამსწრე საზოგადოება გაეცნო აჭარის ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური თუ შემდგომი კვლევის შედეგებს.
ლექციას უძღვებოდა სსიპ აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის სამსახურის უფროსი იზოლდა დუმბაძე.