26 დეკემბერს გაიმართა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება “მაგნოლია“ 2023
კულტურული ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - "მაგნოლია" 2023 , გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დამაარსებელი,არქეოლოგი,პროფესორი და ემირიტუსი ბატონი ამირან კახიძე და ჯილდო გადაეცა მის ვაჟს,ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველს ემზარ კახიძეს.
ღონისძიების მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.