აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა IV საერთაშორისო სემინარი - „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“.
კონფერენციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საერთაშორისო მარკეტინგული და ტურისტული მიმართულებით ღონისძიებების გაფართოების, ცნობადობის გაზრდის, ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის ინიციატივა გამოთქვა.
აღნიშნულ სემინარსა და კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა - თეონა ზოიძემ, არქეოლოგმა და ემერიტუსმა - ამირან კახიძემ, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველმა - ემზარ კახიძემ, მეცნიერ თანამშრომლებმა- ნინო ძნელაძემ, ნარგიზ სურმანიძემ, ირინე ვარშალომიძემ, გურამ ჩხატარაშვილმა და რუსუდან კობრავამ.