წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეს, 23 აპრილს, სსიპ აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა IV საბავშვო კონფერენცია „თიხის წიგნებიდან აუდიო-წიგნებამდე“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საჯარო და კერძო სკოლების 22-მა მოსწავლემ, რომელთაც გადაეცათ სერთიფიკატები და სასაჩუქრე წიგნები.