აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გიდების პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გიდების პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მეორე პანელური სესიის „ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი“ ერთ-ერთი სპიკერი აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე იყო, რომელმაც ისაუბრა შემდეგ თემებზე:
ტურიზმი და მუზეუმები, მუზეუმი როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება.
როგორ შეიძლება მუზეუმები გახდეს მიზიდულობის ძალა, როგორც ტურისტული დესტინაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი შეიქმნას ახალი ტურისტული მარშრუტი “ბათუმი მუზეუმების ქალაქი”.