აქცია ეთნოგრაფიულ მუზეუმში

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ნუშის, იასამნისა და კვიდოს ათასობით ნერგის დარგვა დაიწყო

16 ნოემბრიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ნუშის, იასამნისა და კვიდოს ათასობით ნერგის დარგვა დაიწყო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა მანუელ პლუვინაჟმა, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა, მებაღე ზურაბ შევარდნაძემ, სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა თეონა ზოიძემ, დირექტორის მოადგილემ ინგა გოგიბერიძემ და სკოლის მოსწავლეებმა. პროექტ- აჭარული ნაჭრელების ავტორმა, "გარდენია " ბაღის  მფლობელმა, ცნობილმა მებაღემ, ზურა შევარდნაძემ საქართველოს სახვადასხვა რეგიონების მუზეუმების ფონდებს და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდს საჩუქრად გადმოსცა ამ კოლექციის დიდი ნაწილი.