26 მარტს, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში, პროექტ სამუზეუმო საათის ფარგლებში, ჩატარდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორის გურამ ჩხატარაშვილის საჯარო ლექცია, თემაზე: “ქვის დამუშავების უძველესი ტექნოლოგია.”
ცნობილია, რომ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცულია ქვის იარაღთა უმდიდრესი კოლექცია, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 35 000 ერთეულს აღემატება.
ახალგაზრდა მკვლევარმა ყურადღება გაამახვილა ქვის იარაღების დამზადების უძველეს ტექნოლოგიაზე და ამ გზით მიღებულ საოჯახო, სამეურნეო თუ სამონადირეო იარაღებზე.
მოზარდებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, ფოტო-ილუსტრაცია და ვიდეო მასალა, რომელიც დაეხმარა მათ წარმოდგენილი პრეზენტაციის უკეთ გაგებაში.