5 სექტემბერს, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული არტ პროექტი “ფესვები” გაიხსნა.
”ფესვები” არის კონცეპტუალური ხელოვნების პროექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ხელოვნების მედიუმებს, როგორებიცაა: ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია, ასამბლიაჟი, კოლაჟი, ინსტალაცია, პოეზია და მუსიკა.
ეს პროექტი არის ერთგვარი კვლევა, რომელიც იძიებს კავშირს ზღაპრებსა და ადამიანურ ყოფას, ფსიქოლოგიას, ბუნებას, ბავშვობასა და მშობლობის კონცეპტს, სიყვარულსა და სიკვდილს შორის.
გამოფენაზე წარმოდგენილია 40-მდე ნამუშევარი ლაზარე შანიძის მუსიკალური ალბომის “ფესვების” თანხლებით, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის დაიწერა.
პროექტის ფარგლებში ავტორები - მარიამ ყანდიაშვილი და ლაზარე შანიძე საგანმანათლებლო ვორქშოპებს ჩაატარებენ, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ბიბლიოთეკაში, 6, 7 და 8 სექტემბერს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.
გამოფენა 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.