ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა საჯარო ლექცია: ,,აჭარაში მოღვაწე ქალი არქეოლოგები".
ისაუბრეს არქეოლოგ ქალებზე, რომლებიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე მონაწილეობდნენ აჭარაში განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან არქეოლოგიურ გათხრებში: ფიჭვნარი, ციხისძირი, ბათუმის ციხე, გონიო-აფსაროსი, მახვილაური, მთიანი აჭარის ძეგლები და სხვა.
ლექციას უძღვებოდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი - ემზარ კახიძე.