ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მხატვარ-არქიტექტორის_ანზორ ჯაველიძის ფოტო-გამოფენა მოეწყო, რომელიც 29 მარტამდე გაგრძელდება.
მუზეუმში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა პერიოდის ისტორიას გაეცნონ და შესაბამისი პერიოდის ფოტომასალაც დაათვალიერონ.
ანზორ ჯაველიძე სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა გონიო-აფსაროსისა და სხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში, შესაბამისად მის მიერაა შესრულებული სხვადასხვა მუზეუმის გამოცემებსა (შრომები, ფიჭვნარის კრებული) და სამეცნიერო ნაშრომებში განთავსებული საილუსტრაციო მასალა. საველე სამუშაოებისა და არქეოლოგიური მონაპოვრების გრაფიკული ფიქსაცია.