ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, აჭარის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელ თეონა ზოიძესთან ერთად, ქალაქ კესტჰეის მერის მოადგილე ერიკა ვოზარნესა და კესტჰეის დელეგაციის წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კულტურის, მუზეუმებისა და ტურიზმის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ბათუმსა და კესტჰეის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს დამეგობრების შესახებ გასული წლის ოქტომბერში მოეწერა ხელი.