აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, ცნობილი ჩინელი ინფლუენსერები და ჟურნალისტები ეწვივნენ. მედიატურის მონაწილეებს შორის იყვნენ აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანის ლაო ჯინ ჯაოს ოჯახის წევრები. ისინი დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ და ათვალიერებდნენ იმ საოჯახო რელიქვიებს, რომლებიც მუზეუმის ექსპოზიციაშია გამოფენილი. შეხვედრის დასასრულს მუზეუმის ფონდს ჩინური ხელნაწერი უსახსოვრეს.