დღეს, 16 მაისს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცულ პეპლებზე, ასევე საქართველოში გავრცელებული პეპლების ისტორიასა და საოცარ თავგადასავალზე ბავშვებს ესაუბრა მუზეუმის საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელმძღვანელი ლამარა გულორდავა

დღეს, 16 მაისს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცულ პეპლებზე, ასევე საქართველოში გავრცელებული პეპლების ისტორიასა და საოცარ თავგადასავალზე ბავშვებს ესაუბრა მუზეუმის საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელმძღვანელი ლამარა გულორდავა. ხოლო მწერალ გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი ,,როგორ გაჩნდნენ პეპლები ქვეყანაზე’’ აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ წაიკითხა.
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.