დღეს, 27 თებერვალს ვერა ფაღავას დაბადების დღეს საინფორმაციო საათის ფარგლებში მხატვრის შემოქმედებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 27 თებერვალს ვერა ფაღავას დაბადების დღეს საინფორმაციო საათის ფარგლებში მხატვრის შემოქმედებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.„წონასწორობა, მედიტაცია და სიჩუმე თანამედროვე სამყაროს მოუსვენრობასა და შფოთში“ - ასეთია ამ დიდი ხელოვანის შემოქმედებითი მრწამსი.
ხელოვნების მუზეუმში დაცულია ვერა ფაღავას - „პეიზაჟი“, რომელიც შექმნილია 1962 წელს.
მუზეუმის გიდმა, ირა სტურუამ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ფაქტები, ისაუბრა მუზეუმში დაცული გრაფიკული სურათის შესახებ;
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „ლაბირინთი“.