ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი, ემზარ კახიძე, გერმანიის არქეოლოგიურ ინსტიტუტში (DAI) იყო მიწვეული, 2002 წელს დაცული დისერტაციის - "რომის იმპერია და სამხრეთ - აღმოსავლეთი შავი ზღვისპირეთი ახ. წ. I - V საუკუნეებში" თანამედროვე ლიტერატურით შევსების მიზნით.
აღნიშნული ნაშრომის გამოცემა დაგეგმილია 2023 წელს.
გერმანიის არქეოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში, ემზარ კახიძე დაესწრო ქალაქ ნეიმეგენში (ნიდერლანდები) მიმდინარე ლიმეს კონგრესს და მონაწილეობა მიიღო სესიაში -"აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი და ჩრდილოეთ აფრიკა" .
2024 წელს, ლიმეს კონგრესს უმასპინძლებს ბათუმი- ,,მუზეუმების ქალაქი''.