ფოტო გამოფენა - ცნობილი ჩეხი ქალები

 

სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში  30 მარტს 17:00 საათზე გაიხსნა  სსიპ აჭარის მუზეუმისა და ჩეხეთის ცენტრის მიერ ორგანიზებული ფოტო გამოფენა - ცნობილი ჩეხი ქალები.

პროექტი მოიცავს ორმოცდაათი გამოჩენილი ჩეხი და მორავიელი ქალის პორტრეტს,  დანახულს თანამედროვე ახალგაზრდა ილუსტრატორების, ბოჰემიის უნივერსიტეტის  დიზაინისა და ხელოვნების ფაკულტეტის ლექტორის რადისლავ სუტნარის სტუდენტების თვალით.