სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმში 19 მაისს, 16:00 საათზე გაიხსნა ფრანკ მაისლერის დეკორატიულ ქანდაკებათა გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ იქნა, მოვერცხლილი და მოოქროვილი, ლითონით შესრულებული პორტრეტები, დეკორატიული და სიუჟეტური კომპოზიციები, ბიბლიური მოტივები.
გამოფენა გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.