30 სექტემბერს, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა გამოფენა: " უთოს განვითარების ტექნოლოგიური თავისებურებები - წარსული და დღევანდელობა".
ექსპოზიციაში წარმოდგენილია მე-19 და მე-20 საუკუნის რკინის, ღუმელზე გასაცხელებელი, ნახშირის უთოები, ასევე, 21-ე საუკუნის თანამედროვე ელექტრონული და ორთქლის უთოები.