სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 8 მაისს, 16:00 საათზე გაიხსნა რუსუდან მჟავანაძის და თეა ჭანტურიშვილის ნამუშევრების გამოფენა __ „VIVA LA VITA!”
გამოფენაზე დედა-შვილის 30 ფერწერული, გრაფიკული, სამოსის დიზაინის და კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი.
გამოფენა გაგრძელდება 12 მაისის ჩათვლით.