2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა გამოფენა: “ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციები საქართველოში და ბათუმური ლუდის წარსული და დღევანდელობა.” მუზეუმის სტუმრებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ჩვენი ქალაქის ნამდვილი ბრენდის - ბათუმური ლუდის ტექნოლოგიის თავისებურებებს და მისი წარმატების საიდუმლოს. გამოფენის პარალელურად დამთვალიერებელი პრეზენტაციის სახით საქართველოში ლუდის ხარშვის მრავალფეროვან ტრადიციებსაც გაეცნო და ბათუმური ლუდიც დააგემოვნეს.