გიორგი მექვაბიშვილი, პერსონალური გამოფენა - ,,ფერი. ხაზი.”

ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გიორგი მექვაბიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ექსპონირებულია 2023-24 წწ. აკრილის საღებავებით შესრულებული ნამუშევრები.გამოფენის მიზანია თანამედროვე ხელოვნების, კერძოდ ქართული მინიმალიზმის წარმოჩენა საქართველოში და ქართული კულტურის კავშირი თანამედროვე ხელოვნებასთან.