საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისრაელში, ქალაქ იერუსალიმში ორდღიანი გრანდიოზული ღონისძიება "ბათუმის დღეები" გაიმართა.
სსიპ “აჭარის მუზეუმი” ეთნოგრაფიული კუთხით წარსდგა საზოგადოების წინაშე. გარდა აჭარის კუთხისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნივთების გაცნობისა, სტუმრებს ქსოვისა და ქარგვის მასტერკლასებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.