“გზა მრავალრელიგიური პორტო - ფრანკოდან ევროპაში” - ამ თემაზე რელიგიის მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.

“გზა მრავალრელიგიური პორტო - ფრანკოდან ევროპაში” - ამ თემაზე რელიგიის მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა სსიპ აჭარის მუზეუმის გაერთიანების დირექტორმა ქალბატონმა თეონა ზოიძემ, რომელმაც გაერთიანების მიზნებსა და უპირატესობებზე ისაუბრა.
მუზეუმში შეხვედრას, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, აღნიშნული სასწავლებლის წარმომადგენელი და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა - თუ როგორ გახდა, როგორ განვითარდა და რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა “პორტო-ფრანკო” ანუ თავისუფალი პორტი ქალაქის განვითარებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტო გამოფენა „ძველი ბათუმი“