ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი - "თეატრი მუზეუმში." ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, სამსახიობო ხელოვნების სპეციალობის II კურსის სტუდენტთა მონაწილეობით ნაწყვეტები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“. გამოფენა გაგრძელდება 28 იანვრის ჩათვლით.