26 სექტემბერს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჯემალ მიქელაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელს საგამოფენო სივრცეში მხატვრის მიერ შესრულებული როგორც პორტრეტები, ასევე ფერწერული ტილოები გამოიფინა, რომლებიც დაცულია ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფონდებში. გამოფენა აერთიანებს ავტორის სახელოვნებო, სამეცნიერო და ლიტერატურის მიმართულებით ნამუშევრებს.
გამოფენა მუზეუმში ერთი კვირა გასტანს..