კონფერენცია სამი დღე გაგრძელდება და იგი 182 მოსწავლეს უმასპინძლებს.

დღეს, სსიპ აჭარის სამუზეუმო გაერთიანებაში ,მოსწავლეთა მეორე რეგიონალური კონფერენცია - "მუზეუმის როლი განათლებაში”გაიხსნა.
კონფერენცია სამი დღე გაგრძელდება და იგი 182 მოსწავლეს უმასპინძლებს.
კონფერენციის უმთავრეს მიზანს მუზეუმის საქმიანობის პოპულარიაზაციასთან ერთად, ახალგაზრდების სამუზეუმო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა და მოსწავლეების დარგობრივი მიმართულებებით კომპეტენტურ ექსპერტებთან ურთიერთობის განმტკიცება და მათ შორის მტკიცე საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბება წარმოადგენს.