ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

17თებერვალს აჭარის მუზეუმმა ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აჭარის ხელოვნების მუზეუმში უმასპინძლა.
 ოფიციალური მიღება ღონისძიების ორგანიზატორმა, ლიეტუვის საელჩოს წარმომადგენლებმა და ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანდრიუს კალინდრამ გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ბატონი თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი დავით გაბაიძე, აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი ბატონი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ზაზა შავაძე და სხვა ოფიციალური პირები.