მიმდინარე წლის 1 თებერვალს ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში პროექტ სამუზეუმო საათის ფარგლებში ჩატარდა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების განყოფილების უფროსის, ბილოგიის მეცნიერებათა დოქტორის, იზოლდა მაჭუტაძის საჯარო ლექცია, თემაზე: ,,კოლხეთის რამსარსაიტები, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საგანძური.“
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ინგა გოგიბერიძე, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის მმართველი, ოთარ გოგოლიშვილი, არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი - ემზარ კახიძე, ხელოვნების მუზეუმის მმართველი, - თენგო დოლიძე, რელიგიის მუზეუმის მმართველი - გურანდა დოლიძე, მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ამ საკითხით დაინტერესებული პირები.
მსმენელების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა კოლხეთის დაბლობის მსოფლიო უნიკალური სფაგნუმიანი ტორფნარებისა და მათი ეკოსისტემური სერვისების თავისებურებებმა. მეცნიერმა ყურადღება გაამახვილა UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანზე კოლხეთის ნოტიო ტყეებზე, UNESCO-ს კრიტერიუმებზე, სფაგნუმიანი ტორფნარების გარემოსდაცვით როლზე, როგორც კლიმატის ცვლილების მარეგულირებელ ღირებულებაზე.
საუბარი შეეხებოდა ბუნებრივი სიმდიდრეების კონსერვაციასა და გონივრულ გამოყენებას დღევანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.
2 თებერვალი -ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა.