6 ივლისი, ღია ცის ქვეშ, იქ სადაც უახლოეს პერიოდში სულიკო ჟღენტის კინოს მუზეუმი უნდა განთავსდეს, ქართული მუნჯი კინოს შედევრი ,,ამოკის’’ ჩვენება გაიმართა.
ფილმი ერთგვარი გახსენება იყო ქართული კინო ვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის.
1927 წელს რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით გადაღების სივრცედ აჭარა: ჩაქვი და ციხისძირი შეირჩა.,,ამოკი’’ ცნობილი ავსტრიელი მწერლის სტეფან ცვაიგის ნოველის ეკრანიზაციაა.