რელიგიის მუზეუმში ღონისძიება - “ბათუმის ქალაქად გამოცხადების დღე” გაიმართა.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბათუმის მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების ფოტო-გამოფენა ეხილათ.
მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქალაქ ბათუმის თვითმართველ ქალაქად გადაქცევის ისტორია და თუ რა როლი შეასრულა აღნიშნულმა მოვლენამ საქართველოს წინსვლის საქმეში.