საერთაშორისო გამოფენა

აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა მხატვრების - მალხაზ / ზურა კოჩალიძისა და თურქი მხატვრის  ექრემ ქუთლუს საერთაშორისო გამოფენა - "ხელოვნების თანხვედრა". გამოფენა გახსნა სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა თეონა ზოიძემ, გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აკაკი ძნელაძემ . სტუმრებს მიესალმა თურქეთის გენერალური კონსული - ბ-ნი რიზა ქააღან ილმაზი.

გამოფენის ნახვა დამთვალიერებლებს 15 ნოემბრამდე შეეძლებათ.