საერთაშორისო კონფერენცია

2024 წლის 19-20 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია - სასაზღვრო კულტურების შესწავლა: კავკასიის, უკრაინისა და ბალკანეთის უძველესი და თანამედროვე პერსპექტივა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: კალიფორნიის, ჰარვარდის, ფინექსის, ეგზეტერის, ვარშავის, სომხეთის უნივერსიტეტები. საქართველოს შოთა მესხიას ზუგდიდის უნივერსიტეტი, თსუ, სტუ, სოხუმისა, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სსიპ აჭარის მუზეუმი. სსიპ აჭარის მუზეუმის თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი იყო მოხსენებები: „ახ.წ. I-III სს. მინის ნაკეთობები გონიო-აფსაროსიდან" - სსიპ აჭარის მუზეუმის სამეცნიერო და საგამომცემლო საქმის კურატორი, თამარ შალიკაძე. "მევენახეობა მეღვინეობასთან დაკავშირებული უახლესი არქეოლოგიური კვლევები აჭარიდან" - სსიპ აჭარის მუზეუმის, ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის სამსახურის უფროსი, იზოლდა დუმბაძე.  შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა აჭარის მუზეუმის პუბლიკაციები: სამეცნიერო კრებული - "ფიჭვნარი" – VIII, "ელინიზმი და კოლხეთი.