2024 წლის 19 ივლისს 16:00 სთზე, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს” და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება-გამოფენა: "საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2024''. აღნიშნული პროექტი 15 ივლისიდან დაიწყო ქ. ბათუმში ფერწერულ ტილოებზე მუშაობით და პლენერებით, სადაც მონაწილეობენ ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით მოღვაწე, მათ შორის, აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრები.