აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მ/შ ზაურ ახვლედიანმა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველმა ემზარ კახიძემ პოლონური მხარის მიწვევით, ვარშავისა და კარდინალ შტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართეს.
2022 წლის 9-10 მარტს ვარშავის უნივერსიტეტში ჩატარდა შავიზღვისპირეთის არქეოლოგიის კონფერენცია Chrysomallos-ი (ოქროს საწმისი), სადაც სსიპ აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველს, ემზარ კახიძეს ერგო პატივი გამოსულიყო მისასალმებელი სიტყვით ადგილობრივი სამეცნიერო წრეების წინაშე.