1-3 ოქტომბერს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პირველად ტარდება ბათუმის საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი. ბათუმის საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალის გახსნა დაგეგმილია აჭარის ხელოვნების მუზეუმში.
ნაჩვენები იქნება: მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საინტერესო ვიდეოები, ვლოგები, კორპორატიული ვიდეოები ტურისტულ ლოკაციებზე, ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებზე. ფესტივალი გახლავთ უპრეცენდენტო და ინოვაციური პროექტი, რომელიც შარშან პირველად დაარსდა საქართველოს პარლამენტის და ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შესაბამისად ღონისძიება ჩატარდება წლის განმავლობაში სხვადასხვა ტურისტულ რეგიონებში, სეზონურობის და ადგილობრივი მახასიათებლების მიხედვით.
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალის მონაწილეები სტუმრად იმყოფებოდნენ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში.