სსიპ აჭარის მუზეუმის „ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები“ წარმოადგენს პერიოდულ გამოცემას. კრებულის დაარსება უკავშირდება მის მთავარ რედაქტორს, არქეოლოგ, პროფესორ ამირან კახიძეს. მასში თავმოყრილია მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ შესრულებული საველე ექსპედიციების ანგარიშები, კვლევები და სამეცნიერო სტატიები. პირველი ნომერი დაიბეჭდა 2000 წელს. სსიპ აჭარის მუზეუმის „ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები“ - IX ატვირთულია ასოციაცია მეცნიერებისათვის ელექტრონული ჟურნალების პორტალზე. გთავაზობთ ერთ-ერთ ნაშრომს -„ბიზანტიური მონეტა სოფელ დარჩიძეებიდან“.