სსიპ აჭარის მუზეუმმა, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში - EBIT 2024 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაში მონაწილეობდა 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია. ღონისძიების მიზანი იყო, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
გამოფენას სტუმრობდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო უწყების, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრები, ტრაპიზონისა და ართვინის გუბერნატორები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა კომპანია ExpoBatumi-ის ორგანიზებით გაიმართა. მადლობა Osman Çalışkan Mzhavanadze ოსმან ჩალიშქან - მჟავანაძე-ს ამ შესაძლებლობისთვის.