თბილისობა 2024

2024 წლის 5-6 ოქტომბერს, აჭარის მუზეუმმა “თბილისობა 2024”- ში მიიღო მონაწილეობა.  თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილ გამოფენას აჭარის მუზეუმის ეთნოგრაფიული ნივთები, ჩვენი კუთხისთვის დამახასიათებელი ქსოვილები, აჭარელი ქალისა და მამაკაცის ტანისამოსი, ნაჭრელები,ნაქარგები, წინდები და საყოფაცხოვრებო ნივთები ამშვენებდა.  ღონისძიებაში აჭარის მუზეუმის ორგანიზებით ფოლკლორული ანსამბლი ეთერ დარჩიძის ხელმძღვანელობით ღებულობდა მონაწილეობას.  გარდა ფოლკლორისა აჭარის მუზეუმის თანამშრომლებმა საზოგადოებას ქსოვისა და ქარგვის მასტერკლასები შესთავაზეს.