26 სექტემბერს, აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, თვითნასწავლი მხატვრის, ვაჟა კაკაბაძის ნახატების პერსონალური გამოფენა - " სამყაროს ანტინომია" გაიხსნა.
მხატვრის სიუჟეტური კომპოზიციები გამოირჩევა ფილოსოფიური ხედვით, რომლებშიც ავტორი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ.
ვიზიტორებს გამოფენის დათვალიერება 29 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.