წიგნიერების საერთაშორისო დღე (08.09.2023)

 8 სექტემბერს, წიგნიერების საერთაშორისო დღეს, საინფორმაციო საათის ფარგლებში - რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედებასა და აღმოსავლური ზღაპრების კავშირზე ხელოვნების მუზეუმში შეხვედრა ჩატარდა.

 შეხვედრას მუზეუმების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, მეზღაპრე - ინგა გოგიბერიძე ხელოვნების მუზეუმის მმართველ, თენგო დოლიძესთან და მუზეუმის გიდთან, თეონა ქინქლაძესთან ერთად უძღვებოდა.

ღონისძიების ფარგლებში ვიზიტორები მუზეუმში დაცულ რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებს ,,სინანული“ და ,,კომპოზიცია“ გაეცნენ. მეზღაპრემ აღმოსავლურ ზღაპრებთან კავშირზე ისაუბარა და ბავშვებს ნიანგისა და მაიმუნის ზღაპარი წაუკითხა. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა.

 აღნიშნული ღონისძიებით ხელოვნების მუზეუმი ბავშვებში, ხელოვნების სხვადასხვა დარგების მიმართ ინტერესის გაღრმავებას ემსახურება.