წყალქვეშა არქეოლოგიური კონფერენცია - Poseidon's Realm XXVII.

სსიპ აჭარის მუზეუმისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის მუზეუმის დირექტორი თეონა ზოიძე და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი ემზარ კახიძე ხორვატიაში, ქალაქ პულაში იმყოფებოდნენ .

წყალქვეშა არქეოლოგიის განვითარების საზოგადოება (DEGUWA) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აწყობს ყოველწლიურ საერთაშორისო წყალქვეშა არქეოლოგიურ კონფერენციას - Poseidon's Realm XXVII.

აღნიშნულ კონფერენციაზე სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორი და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი საინტერესო პრეზენტაციით "საგამოფენო სივრცე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში - აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში წყალქვეშა არქეოლოგიის განვითარების შემობრუნების წერტილი" წარსდგნენ სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.