ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში 22 მაისს ჩატარდა გამოფენა თემაზე ,,ძველი ბათუმი“.

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში 22 მაისს ჩატარდა გამოფენა თემაზე ,,ძველი ბათუმი“.
 მუზეუმის ეზოში გამოიფინა „ძველი ბათუმი’’-ის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფოტოები და ნივთები. გამოფენა ძირითადად ეძღვნებოდა XIX საუკუნის ქალაქურ ცხოვრებას.
პერფორმანსის სახით წარმოდგენილი იყო ბათუმისთვის დამახასიათებელი მომენტები. ნაჩვენები იყო მოსახლეობის ტიპები, გაცოცხლებული იყო ქალაქისათვის დამახასიათებელი მოვლენები: როგორ ადუღებდნენ ყავას ბათუმელები, რა კერძებს ამზადებდნენ და სხვა.
გამოფენას დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ მოსული სტუმრები, ბათუმელები და იხსენებდნენ ქალაქურ ამბებს.