ხელოვნების მუზეუმის გალერეაში დღეს, ლადო თევდორაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ლადო თევდორაძის ნამუშევრებში გადმოცემულია საქართველოს წარსულისა და აწმყოს ყოველდღიური ყოფის ამსახველი სცენები. პერსონაჟთა სახასიათო სტილიზება, მაჟორული ფერთა თავის მხრივ ნოსტალგიურ და ამავდროულად იუმორისტულ განწყობას ქმნის.
არის 4 პერსონალური და 20-მდე ჯგუფური გამოფენის ავტორი და მონაწილე, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
მისი ნამუშევრების ნახვა მუდმივად შესაძლებელია მხატვარ გუგა თევდორაძესთან ერთად - გალერეა “თევდორეში”.
გამოფენა გაგრძელდება 25 თებერვლის ჩათვლით.